კომპანიის შესახებ

„კრეატორი“ შეიქმნა 2022 წლის 19 აგვისტოს. მისი შექმნის მთავარი მიზანიმომხმარებლებისთვის მაღალი დონის სერვისების მიწოდებაა.თავდაპირველად, „კრეატორი“ მომხმარებელს სთავაზობდა სივის/რეზიუმესა და სამოტივაციო წერილების შექმნის სერვისებს, რომლებიც დამკვეთს სასურველი შედეგის დადებაში ეხმარებოდა. ძალიან ბევრი მოთხოვნა შემოდიოდა აღნიშნულ სერვისებზე. მომხმარებლებს სურდათ პროფესიონალურ დონეზე შეექმნათ სივი, სამოტივაციო წერილი, რადგან სასურველ ადგილას დასაქმებულიყვნენ ან სწავლა მათთვის საოცნებო ადგილას გაეგრძელებინათ.
„კრეატორი“ ამაყობს იმით, რომ ჩვენი სერვისების წყალობით ძალიან ბევრ
ადამიანს დავეხმარეთ ოცნებების ახდენაში!
რაც უფრო დრო გადიოდა მივხვდით, რომ ქართულ ბაზარზე ძალიან ჭირდა პროფესიონალი მთარგმნელების პოვნა, რომლებიც დამკვეთს უმაღლეს დონეზე გადაუთარგმნიდნენ სათარგმნ მასალას. ყოველდღიურად ვხვდებოდით სოციალურ ქსელში დაფიქსირებულ უკმაყოფილებას არაკვალიფიციურად ნათაგმნ მასალასთან დაკავშირებით. სწორედ ეს გახდა მთავარი მოტივაცია, რომ საქართველოში შექმნილიყო ისეთი კომპანია, სადაც მომხმარებლის მოლოდინები ყოველთვის გამართლდებოდა. მომხმარებლის მოლოდინების გამართლება კი ჩვენი ძლიერი მხარეა!
„კრეატორი“ შედგება 50-მდე სერთიფიცირებული მთარგმნელისგან,
რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი თარგმნის გამოცდილება და პასუხისმგებლები არიან
ნათარგმნის სიზუსტეზე.
„კრეატორში“ შეგიძლიათ თარგმნოთ ნებისმიერი რაოდენობის, თემატიკის სათარგმნი მასალა უმოკლეს დროში და ამავდროულად მისაღებ ფასად. გარდა ამისა, „კრეატორში“ შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე თარგმნა და სურვილისამებრ ნათარგმნი მასალის ნოტარიული დამოწმება. კომპანია დღემდე აგრძელებს განვითარებას და მომხმარებლის მოლოდინების გამართლებას.
კომპანიის დაარსებიდან დღემდე გვქონდა 2500-ზე მეტი შეკვეთა.
ka_GEKA