თარგმნა
„კრეატორი“ გთავაზობთ უმოკლეს დროში და მისაღებ ფასად სხვადასხვა ენაზე
თარგმნის სერვისს. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სირთულისა თუ რაოდენობის
დოკუმენტების თარგმნა. თარგმანის ძირითადი მიმართულებებია:
ვებ-გვერდის თარგმნა
ვებ-გვერდის თემატიკიდან გამომდინარე გადავცემთ სათარგმნ მასალას კვალიფიციურ მთარგმნელს, რომელიც თარგმნის თქვენს გვერდს უცხო ენაზე.
სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა მეტად საპასუხისმგებლო პროცესია. სწორედ ამიტომ, „კრეატორი“ გთავაზობთ უმაღლესი დონის სამედიცინო დოკუმენტების თარგმნას. თქვენს სამედიცინო დოკუმენტებს თარგმნიან გამოცდილი ექიმები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება სხვადასხვა ენაზე სამედიცინო დოკუმენტაციების თარგმნის.
ლიტერატურულ თარგმანში ყველაზე მნიშვნელოვანია მხატვრული ხერხების უცხო ენაზე სწორად გადმოცემა და თარგმნა. „კრეატორის“ გუნდი გამოცდილია ლიტერატურული წიგნების თარგმანში.
იურიდიული დოკუმენტების თარგმნა ისეთივე საპასუხისმგებლოა, როგორც სამედიცინო დოკუმენტების. შესაბამისად, აუცილებელია დაცული იყოს იურიდიული ტერმინები. „კრეატორში“ გვყავს იურისტები, რომლებიც უმაღლეს დონეზე ფლობენ იურიდიულ ტერმინებს და პასუხისმგებელნი არიან თარგმანის სიზუსტეზე.
სამეცნიერო ნაშრომების თარგმნისთვის აუცილებელია ისეთი მთარგმნელის პოვნა, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სამეცნიერო ნაშრომების თარგმნაში. „კრეატორის“ გუნდი იზრუნებს თქვენი სამეცნიერო ნაშრომის თარგმნაზე და დავიცავთ ყველა იმ წესს, რომლებიც მნიშვნელოვანია მოცემული თემატიკის ნაშრომის თარგმნისათვის.
ბიზნეს საკითხებთან დაკავშირებულ სათარგმნ მასალას თარგმნიან ბიზნეს სფეროში გამოცდილი პირები.
ჩვენ ასევე გთავაზობთ
ტექსტის რედაქტირება
„კრეატორი“ გთავაზობთ ქათულ და უცხოურ ენებზე ხელნაწერების/აუდიო/ვიდეო ტექსტების ბეჭდურ ფორმატში გადატანას. ასევე ნებისმიერი სახის დოკუმენტაციის რედაქტირებას.
სივის/რეზიუმეს შექმნა
იმისათვის რომ, თქვენ სასურველი პოზიციის თანამდებობა დაიკავოთ ან გააგრძელოთ სწავლა საზღვარგარეთ, ამისათვის საჭიროა სრულფასოვანი სივის/რეზიუმეს შექმნა, რომელიც ძალიან კარგად წარმოაჩენს თქვენს პიროვნებასა და გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, „კრეატორი“ იზრუნებს თქვენი ოცნებების რეალიზებაზე და შეგიქმნით ისეთ სივს/რეზიუმეს, რომელიც აუცილებლად მიიქცევს მკითხველის ყურადღებას.
სამოტივაციო წერილი
იმისათვის რომ, თქვენ სასურველი პოზიციის თანამდებობა დაიკავოთ ან გააგრძელოთ სწავლა საზღვარგარეთ, ამისათვის საჭიროა სრულფასოვანი სამოტივაციო წერილის შექმნა, რომელიც ძალიან კარგად წარმოაჩენს თქვენს პიროვნებას, ენთუზიაზმსა თუ გამოცდილებას.